აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროგნოზით, ნავთობისა და ბენზინის ფასები გაიზრდება

12 აგვ 2026

ნავთობისა და ბენზინის ფასი შესაძლოა ისევ გაიზარდოს, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით საქონლის გადაზიდვა კვლავ შეზღუდულია. ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის საპროგნოზო ორგანოში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ორგანიზაციის ცნობით, ნავთობის გლობალური ეტალონის, ბრენტ-ის ფასი საშუალოდ 87 დოლარი იქნება, წინა თვის მონაცემით, ეს მაჩვენებელი 82 დოლარს შეადგენდა.

ბენზინის საშუალო ფასიც წელს 3.78 დოლარამდე გაიზრდება, რაც წინა თვეს 3.64 დოლარი იყო.