12 აგვ 2026
ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. სამი ბალისტიკური რაკეტით გემზე იერიში „ჰუსიტებმა“ მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 4 პირი.
მედიის ცნობით, „ჰუსიტებმა“ გემს განმეორებითი დარტყმა სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას მიაყენეს. გემი ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა და ეგვიპტუ-იემენურ კომპანიებს ეკუთვნის.
„ჰუსიტებმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ განაცხადეს, რომ გემს სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდა.