12 აგვ 2026
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფეხბურთო კლუბ "იბერია 1999"-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნე“-სთან გამარჯვებას ულოცავს. "საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!" - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ "იბერია 1999"-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნე“-სთან გამარჯვებას ულოცავს.
"22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას,”- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.