22 წლის შემდეგ ქართული კლუბი ევროტურნირის პლეი-ოფში ითამაშებს

12 აგვ 2026

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველია ქართული კლუბებიდან, რომელიც ევროტურნირის პლეი-ოფში ითამაშებს.

შეხვედრაში ანგარიში 74-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა გახსნა. საპასუხო გოლი კი ჩრდილოეთ ირლანდიელმა ჯეიმს სიმპსონმა 76-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულიშვილის გოლით „იბერია 1999-მა" ერთ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, საბოლოო ანგარიში კი ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ - 2:1 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. 

„იბერია 1999-ის“ მომდევნო მეტოქე „ევროპა ლიგის" პლეი-ოფში პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება. „ევროპა ლიგის" პლეი-ოფში თამაშის გარდა, ქართულმა კლუბმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.