12 აგვ 2026
ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე თელავის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „წრეა ცამდე“, რომლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ნანა ხუსკივაძეა.
სპექტაკლი გადმოგვცემს ნარკოდამოკიდებული ადამიანების ცხოვრებას, სიყვარულს, ოჯახურ ურთიერთობებს და განსაცდელებს, რომლებიც მათ ცხოვრებას მუდმივად თან ახლავს.