12 აგვ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.