გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

12 აგვ 2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს. 

ფაქტი სოფელ ახალ აბასთუმანში არსებულ ტბორზე დაფიქსირდა, სადაც მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა.  

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.  ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.