,,ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანის მუნიციპალიტეტში

12 აგვ 2026

კომუნიკაციების კომისიამ ვანის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან  უკვე გაიმართა.

ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

აღნიშნული მიმართულებით კომუნიკაციების კომისია მიზნობრივ  დასახლებებში ტრენინგებსაც უზრუნველყოფს. სემინარები 14 წელს  გადაცილებულ ყველა ადგილობრივს უფასოდ ჩაუტარდება.

ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის.