ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

12 აგვ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებასთან უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების ეტაპები და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

გივი მიქანაძემ კონფერენციის მონაწილეებს რეგიონული უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლისთვის, უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განისაზღვრა.ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი პროგრამების დამატებაზე, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე.