ზურაბ პატარაძე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო

12 აგვ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო. ფორუმში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.  ფორუმზე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრმა.

ფორუმის მთავარი მიზანი ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის დიალოგის გაძლიერება და საჯარო საქმიანობის წარმართვის პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობაა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალგაზრდული ფესტივალით გაგრძელდება. 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან მუდმივი თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ასევე  ახალი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.