თბილისში დევნილთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

12 აგვ 2026

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.   

უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. 

ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით,  ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.