12 აგვ 2026
დღეს დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ აღინიშნება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
დიდგორობა 2026-ის ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.