ჯგუფური გამოფენა გალერეა ჩიგოგიძეში

11 აგვ 2026

გალერეა ჩიგოგიძეში, ახალგაზრდა თბილისელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე შვიდი ახალგაზრდა ავტორის ბოლო პერიოდის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

გამოფენაში მონაწილეობენ ბექა საყვარელიძე, ლუკა კიკნაძე, ლიზი აფაქიძე, ილია დავარაშვილი, თეკლა კობახიძე, შოთიკო გიორგაძე და მარიამ მახარაძე. ერთ სივრცეში თავმოყრილი ნამუშევრები განსხვავებულ მხატვრულ ხედვებსა და ინდივიდუალურ ხელწერას აერთიანებს.

ავტორები საკუთარ შემოქმედებაში სხვადასხვა თემას, ფორმასა და ტექნიკას მიმართავენ, რაც ექსპოზიციას მრავალფეროვანს ხდის. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, მთავარი მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და თანამედროვე ქართული ხელოვნების ახალი სახელებისა და ტენდენციების წარმოჩენაა.

ექსპოზიცია მაყურებელს ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებითი სამყაროს გაცნობის შესაძლებლობას აძლევს და მათ განსხვავებულ მხატვრულ ენებს ერთ საგამოფენო სივრცეში აერთიანებს. გამოფენა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.