უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია

11 აგვ 2026

უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. „როიტერის“ ცნობით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანდრაშ ბაკა დაინიშნა.

72 წლის ბაკას კანდიდატურას, რომელმაც ტომას შუიოკი შეცვალა, მხარი 160-მა დეპუტატმა დაუჭირა. შუიოკიმ პოსტი გასულ თვეში მას შემდეგ  დატოვა რაც უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომელიც მის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებდა.