„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

11 აგვ 2026

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა  ფარული საგამოძიებო მოქმედებები.   შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები   იმერეთში   აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ-ულ „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.