11 აგვ 2026
„სიკეთის დღე“ - მორიგი აქცია ბათუმში. უკვე მეთოთხმეტე წელია საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“ აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ პირებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებულთა სახლების ბინადრებს გემზე მასპინძლობს. ფონდი 2013 წლიდან საქმიანობს.
ღონისძიების მიზანია, სიკეთის გაზიარება და სახალისო დღის მოწყობა ზრუნვის საჭიროების მქონე პირთათვის. წლევანდელი ღონისძიებისთვის ათასამდე ბენეფიციარი გაერთიანდა.
„სიკეთის დღე“ 2008 წელს შინდისში დაღუპულ გმირებს მიეძღვნა. ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.