11 აგვ 2026
18 წელი შინდისის გმირობიდან . 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში, ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი განვითარდა.
სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.
სოფელ შინდისში მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.