სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

11 აგვ 2026

სირიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადსა და მის უმცროს ძმას მაჰერ ალ-ასადს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. სასამართომ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა.

სასამართლოს წინაშე წარსდგა ასადის ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბი, რომელსაც დარაას პროვინციაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ნაჯიბი 2011 წლის შემდეგ დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, უმცროს ძმასთან ერთად რუსეთში გაიქცა.