საავტორო მუსიკის ფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“ გრძელდება

11 აგვ 2026

ბათუმში გრძელდება საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი "მუსიკა ბათუმიდან".  ფესტივალის მეორე დღეს მსმენელის წინაშე წარსდგნენ ბათუმური ჯგუფი "ასტეროიდი" და მუსიკოსი ვაჟა ტუღუში.

დღეს კი ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ჯაზ კვარტეტი აზერბაიჯანიდან მუჰამედ და მეჯაზი, ასევე ჯგუფი "ჯეობით ფროდაქშენი" რუსთავიდან.

ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოსა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.