11 აგვ 2026
ანაკლიის საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პროგრამა მიმდინარეობს. საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი პროგრამის პარალელურად, ბანაკი მონაწილეებს მოწვეულ სტუმრებთან, ღია დიალოგის ფორმატში, შეხვედრებს სთავაზობს. ახალგაზრდებს ამჯერად იუმორისტები ზვიად ბლიაძე, გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე შეხვდნენ.
სტუმრებმა მოზარდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და იუმორის, კრეატიული აზროვნებისა და შემოქმედებითი მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
წელს ბანაკი, 13 სექტემბრის ჩათვლით, ჯამში 2 640 ახალგაზრდას 11 ნაკადად უმასპინძლებს.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.