რუსული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში 6 ადამიანი დაიღუპა

11 აგვ 2026

რუსული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში 6 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 19 პირი. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იერიშების სამიზნეები საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.

ივან ფედეროვის თქმით, თავდასხმის გამო ქალაქის ზოგიერთ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გავრცელებული ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს პავლოგრადსა და კიევზეც.