დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეს 100%-ით ვაკონტროლებთ, მაგრამ ირანს უსიამოვნებების შექმნა შეუძლია

11 აგვ 2026

დონალდ ტრამპის  განცხადებით, აშშ  ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს, თუმცა ირანს უსიამოვნებების შექმნა შეუძლია.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ირანს ახლაც შეუძლია პრობლემების შექმნა, თუმცა ისინი გაკოტრებულები არიან და ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ.

ტრამპმა აღნიშნა, რომ  აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანისკენ მიმავალ გემებზე დაწესებული ბლოკადა ფოლადის კედელია, სრუტეში ირანთან არსებული ვითარება კი ოდნავ რთულია.