11 აგვ 2026
კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 570-ს აჭარბებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა ამ დრომდე გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას ევროპელი ლიდერები გამოეხმაურნენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო სამაშველო ოპერაციის მხარდაჭერა თანამგზავრული სერვისით.