ყურის ქვეყნების წამყვანი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

10 აგვ 2026

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ყურის ქვეყნების წამყვანი ტუროპერატორები ეცნობიან.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქვეყანას არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან  ტუროპერატორები ეწვივნენ. 

ტუროპერატორები გალფის ქვეყნებიდან თბილისის, კახეთში კი  წინანდლისა და სიღნაღის ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. დაათვალიერეს ტურისტულ ინფრასტრუქტურა, ინფორმაცია მიიღეს სასტუმროების, ტურისტული მარშრუტებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. 

B2B ფორმატში გამართულ შეხვედრას 40-მდე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადება და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობები.