ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა

10 აგვ 2026

ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა.

იგი საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს. ირინე გელაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სახელით იყრიდა კენჭს და საკრებულოშიც ამ პარტიის სახელით იქნა არჩეული. იგი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.