10 აგვ 2026
ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო. სწავლება 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
რეკრუტები დეტალურად შეისწავლიან საერთო საჯარისო წესდებებს და აითვისებენ სამხედრო საქმისთვის აუცილებელ ისეთ საბაზისო დისციპლინებს, როგორებიცაა: კავშირგაბმულობა, ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო მომზადება.
8-კვირიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამსახურს განაგრძობენ.