მიხეილ ყაველაშვილი ლატვიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა

10 აგვ 2026

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. 

საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად წარმოდგენის მნიშვნელობას. 

საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ლატვიასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.