10 აგვ 2026
თათრეთის მეთაურის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 39 პირი. თათრეთში გლოვის დღე გამოცხადდა.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვიდან დაახლოებით 800 კმ-ში მდებარე თათრეთის რესპუბლიკაში თავდასხმისას ასევე დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ღამით რუსეთის რეგიონების მიმართულებით 456 უკრაინული დრონი გაანადგურეს.