10 აგვ 2026
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის 15 პუნქტიან გეგმას უარყოფს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ძალებს არ გაიყვანს, ვიდრე „ჰამასი“ ნამდვილად არ განიარაღდება და გააგრძელებს ისრაელის ძალებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ მუქარას.
თავის მხრივ, „ჰამასის“ წარმომადგენელმა ბიბისის განუცხადა, რომ ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას შეთანხმების მიმართ და მზად არიას პასუხისმგებლობით ჩაერთონ 15 პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭომ“ გასულ თვეში განაცხადა, რომ „ჰამასის“ და ღაზაში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.