10 აგვ 2026
კანადის დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „ბიბისის“ ცნობით, 20 ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის 135 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული.
პოლიციის განცხადებით, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის 2 ადამიანია დაღუპული.
უცნობია განადგურებული შენობების ზუსტი რაოდენობა.