რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება 300 ათასზე მეტ ოჯახს შეუწყდა

10 აგვ 2026

რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება 300 ათასზე მეტ ოჯახს შეუწყდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები კვლავ გრძელდება და ელექტროენერგიის მიწოდება გათიშული აბონენტების მესამედს უკვე აღუდგა.

უკრაინული მედიის ცნობით, გვიან ღამით რუსულმა ძალებმა მართვადი ბომბებით დაარტყეს სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც სულ მცირე  14 ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურაზე 5 დარტყმა დაფიქსირდა.