“ქართული ხმების” კონცერტი ხელვაჩაურში

10 აგვ 2026

“ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა ხელვაჩაურის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში. ლეგენდარული ანსამბლის კონცერტი დაარსების 40 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.

რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. შესრულდა სიმღერები კინოფილმებიდან, ასევე სიმღერა ბათუმზე და ის ჰიტები, რომლებმაც დარბაზში მყოფი მაყურებელიც კი აიყოლა.”ქართული ხმები”-ს კონცერტი ხელვაჩაურში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ოქტომბერში კი ანსამბლი იუბილეს ბათუმში გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს.