10 აგვ 2026
საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“ დაბრუნდა – ქუჩის ცოცხალი კონცერტი, პირდაპირი რადიოეთერი ტალღაზე FM 104.5 და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. წელსაც პროექტი გასცდება ზღვისპირა ქალაქის საზღვრებს. კონცერტები მაღალმთიან აჭარაშიც გაიმართება.
ადგილობრივი მუსიკოსების საავტორო შემოქმედების პოპულარიზაცია, პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, რეგიონის კულტურული იმიჯის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება წელსაც ფესტივალის მთავარი მიზანია.
მნიშვნელოვანია, რომ დასწრება უფასოა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გახდეს მუსიკალური დღესასწაულის ნაწილი, გაეცნოს ბათუმის კულტურულ ცხოვრებას და მოუსმინოს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო შემსრულებლებს.
ფესტივალის ძირითადი პროგრამა სამ ლოკაციას მოიცავს. ბათუმი 9-12 აგვისტო: მ. აბაშიძის 16/18. ქობულეთი 15 და ქედა 16 აგვისტო.
რადიოფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“, 2023 წლიდან იმართება.