2026 წლის მეორე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 685 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს - საქსტატი

10 აგვ 2026

2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740 ათასზე  მეტი  გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.  ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აქვეყნებს.  

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 571.9 ათასი შეადგინა, რაც 1.4 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც ასევე გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მონაცემებია.  

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 685.6 მილიონ ლარს გაუტოლდა.