10 აგვ 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს, კობა ფარტენაძეს ქუჩაში თავს დაესხნენ. კობა ფარტენაძე წერს, რომ მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას ჰქონდა ადგილი.
კობა ფარტენაძის თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მას ქუჩაში უცნობი პირები თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ინციდენტის დროს ვიდეოს გადაღება მოახერხა და პოლიციას მიმართა.
მისივე განცხადებით, მის მიმართ შევიწროების პირველი შემთხვევა არ არის და წინა ინციდენტის გამო პოლიციაში მანამდეც განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.