10 აგვ 2026
ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება.
სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორია და „ქუთაისის მუხნარი“, სადაც „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხისა და ძელქვას სახეობები გვხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებისა და დაბინძურების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
სანიტარიული ჭრების პარალელურად განხორციელდა როგორც ტყის ხელოვნური გაშენება, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
დარგულია 9 500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა.