10 აგვ 2026
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს ეხმაურება და „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
ჭეიშვილის განცხადებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიტორიკა შეცვალა და ანტირუსულ ძალად წარმოჩენა დაიწყო, თუმცა, მისივე შეფასებით, პარტიის მმართველობის 9-წლიანი პერიოდი საპირისპიროს აჩვენებს.
ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა რუსეთის ფედერაციაზე არასტრატეგიული ობიექტების გასხვისება და რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლის წახალისება.