კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრის გამო სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

09 აგვ 2026

კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამასთან, ხანძრის გავრცელების გამო საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია. მედიის ცნობით, კანადაში ტყის ხანძრებმა დაახლოებით 5 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

ამასთან, ხანძარმა არაერთ დასახლებაში ელექტოენერგიის გათიშვა გამოიწვია. სტიქიის ზონაში 1 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. კანადის სააგენტოთაშორისი ტყის ხანძრების ცენტრის მონაცემებით, წელს კანადაში ხანძრებმა 3.9 მილიონი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.