გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშოებს გაეცნო

09 აგვ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშოებს გაეცნო. გივი მიქანაძე ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში, ახალქალაქში სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში და ნინოწმინდაში სოფელ ყულალისის სკოლაში იმყოფებოდა. 

მინისტრი  სოფელ ფოკის საჯარო სკოლებშიც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდება სასწავლო სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო გარემოს. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობის, სრული რეაბილიტაციისა და მცირე სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.