გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება

09 აგვ 2026

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. გამოძიება ორი – ღალატისა და საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული.

გუშინ გამოიკითხნენ ყოფილი სამხედრო დავით ღვინჯილია, ანზორ მარგიანი, პაატა ზაქარეიშვილი და მაიზერ გელოვანი. აფხაზეთის ომის ვეტერანები დავით ღვინჯილია და ანზორ მარგიანი კატეგორიულად უარყოფენ იმ ინფორმაციას, რაც გიორგი ბარამიძემ გაავრცელა და მათი შეფასებით, ამ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ, რის გამოც დაწყებულ გამოძიებას მიესალმებიან.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ განცხადება, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, იაგო ხვიჩის ბოკასტში გააკეთა. გადაცემის ავტორი მიიჩნევს, რომ ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

მწვავეა მმართველი გუნდის შეფასება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტის განცხადებები საბოტაჟი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებაა. რაც შეეხება თავად გია ბარამიძეს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გაკეთებული განცხადება რამდენჯერმე განმარტა, სოციალურ ქსელში ბოდიშიც მოიხადა და მმარტველი გუნდი მისი ნათქვამის ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.