09 აგვ 2026
უკრაინის ელჩი ოლესია ილაშჩუკი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, გაზსადენ „ტრანსბალკანეთის“ საკომპრესორო სადგურთან ახლოს დრონი აფეთქდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საუბარი ორშაბათს გაიმართება, ვინაიდან ილაშჩუკი ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ თუ უპილოტო საფრენი აპარატი მართლაც უკრაინულია, ის ბულგარეთში უკრაინული მხარის განზრახ ქმედების შედეგად არ მოხვედრილა. ასევე, უწყების მტკიცებით, კიევი მზად არის სოფიასთან თანამშრომლობისთვის, რათა მომხდარის ყველა დეტალი გაირკვეს.