09 აგვ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრები გამართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის და ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის. დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ტელეფონით საუბრისას ორივე ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის სამიტის წლისთავთან დაკავშირებით და მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამშვიდობო სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ რეგიონში კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის განმტკიცება გამოიწვია.