ხელვაჩაურსა და ბათუმის გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება შეიზღუდა

09 აგვ 2026

9 აგვისტოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ხელვაჩაურში, ადლიაში, აღმაშენებლის, კაჩინსკების, ტაბიძის, რურუასა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ღამის განმავლობაში უხვად მოსული ნალექია.

"ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.