08 აგვ 2026
გიორგი ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს პროცესი ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაშიფრი, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები. დღესაც კი სინანულს არ გამოთქვამენ, 500-მდე ადამიანია გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრაგედია ვითარდებოდა ჩვენს საქართველოში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მაშინ, როცა ანწუხელიძეს აწამებდნენ, მაშინდელი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკას აწარმოებდა.
„ძალები, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე, დღეს კიდევ ბედავენ, სურვილი აქვთ, საჯარო სივრცეში ისაუბრონ და გაიმართლონ თავი, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ასეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებზე და მათ გამონათქვამებზე. ეს ეხება ბარამიძეს, ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ეს პროცესი ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაშიფრი, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები, კონტრასტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, დღესაც კი სინანულს არ გამოთქვამენ, 500-მდე ადამიანია გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი - მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრაგედია ვითარდებოდა ჩვენს საქართველოში. ამ ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, სულ რამდენიმე წელში, ჯერ იმავე დღეებში, ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე, როცა ჯერ კიდევ, ჩემს უკან დაკრძალული საქართველოს გმირების ცხედრები გაციებული არ იყო, მათ ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე. მე არ მახსოვს ჩვენი პატრიარქი ასე მომტირალი, როცა მან ჩვენი გარდაცვლილი გმირების ცხედრები გადმოასვენა და მისცეს საშუალება, დაეკრძალათ ჩვენი გმირი სამხედროები. საქართველო მაშინ გლოვობდა, განიცდიდა ამ ტრაგედიას, ეს ძალა, რომლისთვისაც ეს უმნიშვნელო იყო, დავალების შემსრულებელი იყო, ამიტომ არ აქვთ მათგან - აგენტურისგან დავალებულ ტელევიზიებს პასუხი ამაზე.
მაშინ, როცა ანწუხელიძეს აწამებდნენ და როცა ეს გმირები ქუჩაში ეყარნენ, მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიგდებული იყვნენ, ხმა არ ამოუღიათ და პირიქით, დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ, სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს, ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი, რუსულ ფულს სუნი არ აქვს ამბობდნენ, კულტურული ურთიერთობების აღდგენას ცდილობდნენ. მაშინ, როცა ჩვენი ომი იყო, ხმა არ ამოუღიათ, უკრაინაში როცა შეიჭრა, მაშინ გახდა რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე?
ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი რომ არის, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა. არ ახსენდება არც ერთ ქართველ ადამიანს და არ ვიცი, არც სხვაგან არ მახსენდება, ლიდერი ისე მოიქცეს, საკუთარ დაცვას გაასწროს, უმნიშვნელო, თვითმფრინავის ხმაზე, სტუმარი ჰყავდა - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისე სამარცხვინოდ მოიქცა, ეს მის ინსტინქტებს აჩვენებს.
დღეს ჩვენ ვართ გაძლიერებული, დღეს ვართ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით დავუშვებთ მსგავს დღეებს საქართველოსთვის“, - განაცხადა ყაველაშვილმა.