07 აგვ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, წალენჯიხის, ჭიათურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და 33 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“.
ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.