თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდა

07 აგვ 2026

თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდა. დედაქალაქიდან ზღვისპირა ქალაქში ჩასვლა ხუთსაათნახევრის ნაცვლად, ოთხ საათშია შესაძლებელი.

მგზავრობის დროის შემცირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებას და მოდერნიზაციას უკავშირდება. პირველი რეისი უკვე შესრულდა.

განახლებული გრაფიკით, რიგით მოქალაქეებთან ერთად იმგზავრეს ქვეყნის პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა.