05 აგვ 2026
ირანის მოკავშირე იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს საუდის არაბეთის ნავთობტანკერზე წითელი ზღვის პორტის ქალაქ იანბუს სანაპიროსთან.
„22 ივლისიდან, საზღვაო ბლოკადის დაწყებიდან, ჩვენი ძალების სამიზნე გემების საერთო რაოდენობამ საუდის არაბეთის რვა ნავთობტანკერს მიაღწია. წითელ და არაბეთის ზღვებში უკან დახევისა და გაბრუნების იძულების შედეგად დაკავებული გემების საერთო რაოდენობამ 29 ნავთობტანკერს მიაღწია'' - აცხადებს იემენელი ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელი იაჰია სარი, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ როდის მოხდა თავდასხმა.