05 აგვ 2026
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარი პაკშის ატომურ ელექტროსადგურს ეწვია, რომელიც ამჟამად დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო, რომელსაც ელექტროსადგური გამაგრილებლად იყენებს, თავისი სიმძლავრის დაახლოებით 10%-ით მუშაობს.
მადიარის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ათვალიერებს პრემიერ-მინისტრი ტურბინების დარბაზს და სადგურის შიდა ნაწილს.
ვიზიტზე საუბრისას მან თქვა, რომ ქვეყანას წინ „კრიტიკული დღეები“ ელოდება, თუმცა უნგრეთში ენერგომომარაგება ამჟამად სტაბილურია.