05 აგვ 2026
რვა ადამიანი დაიღუპა რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევის ოლქის სოფელ კვიტნევის რკინიგზის სადგურში - განაცხადა ბროვარის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ისინი სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხების გამო ღამით განხორციელებულმა რუსულმა მასშტაბურმა დარტყმამ იმსხვერპლა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა თავდასხმის დროს 24 ბალისტიკური და ოთხი ჰიპერბგერითი რაკეტა, ასევე 115 შაჰედის ტიპის დრონი გამოიყენა.
უკრაინულმა მხარემ ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის განეიტრალება ვერ შეძლო.