აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

05 აგვ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე l-ს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის ომით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და აფხაზეთში არსებული მართლმადიდებლური ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. 

გიორგი ჯინჭარაძემ მსოფლიო პატრიარქს დევნილი ბავშვების მხარდაჭერისთვის და კუნძულ ქინალიადაზე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში მათი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მსოფლიო პატრიარქმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.